saqarTvelos tbebi - nuris tba

მდებარეობა ბათუმი
კოორდინატები 41°38`51` ჩ. გ. 41°37`34` ა. გ.
ფართობი 0,07 კმ²
საშუალო სიღრმე 3.42 მ
მაქსიმალური სიღრმე 5.1 მ
აუზის ფართობი 0.10 კმ²

 

სინონიმი: პიონერთა ტბა, ნური-გელი, გელ-ბაში.

ტბა ოვალური ფორმის ბუნებრივი წარმოშობის ტბა, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. ზღვის დონიდან 0,2 მ. ზედაპირის ფართობი 0,07 კმ², აუზის ფართობი 0,10 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5,1 მ, საშუალო სიღრმე 3,42 მ. წყლის მოცულობა 0,24 მლნ მ³. უმეტესწილად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით.

XIX საუკუნეში წარმოადგენდა ჭაობიან ტერიტორიას. 1993 წელს ქალაქის ბაღი ბავშვთა პარკად გადაკეთდა. მოხდა პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობა. არხით უკავშირდებოდა შავ ზღვას. 1947 წელს ტბაში პირველი გემი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წლის 28 ოქტომბერს გემი „აისი“. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება სქელშუბლა, კობრი და სხვ. ნაპირთან გაშენებულია 6 მაისის სახელობის პარკი. ნურის ტბა არაერთი ლეგენდისა და ისტორიული ფაქტის მომსწრეა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ნურიე გაიყინა. ტბის ზედაპირზე რამდენიმე სანტიმეტრიანი ყინულის ფენა წარმოიქმნა. მეტეოროლოგების ცნობით, ტბის გაყინვის ფაქტი მხოლოდ გასულ საუკუნეებში დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურა ბათუმში - მინუს 5–7 გრადუსამდე დაეცა. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ტბა და მისი გაყინვის ფაქტი იშვიათობაა. ძლიერი ყინვის შედეგად ტბა ოთხჯერ 1911, 1928, 1949, 1985 წლებში გაიყინა.

ტბის გათევზიანებისთვის ჭრელი სქელშუბლის, თეთრი ამურისა და კობრის ლიფსიტების შესაძენად ბათუმის ტურისტულმა ობიექტების მართვის სააგენტომ 20 ათასი ლარი გამოყო. ტბაში გაუშვეს ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური და კობრი.

2018 წელს ნურიეში ასი წლის შემდეგ პირველად, წავის ქვესახეობა გამოჩნდა, რომელიც ტბაში ფიქსირდებოდა XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ხოლო შემდგომ წლებში მისი ნურის ტბაში პოვნის შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა.

ტბა მოქცეულია ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. მას არაერთი ლეგენდა და ისტორიული ფაქტი უკავშირდება.